წყარო: https://magdahavas.com/health-issues/safe_baby_monitors/ (2015 .11.24)
გამოყენებული ტერმინები:
* Dirty Electricity – “ბინძური ელექტროობა”
* Baby Monitor – “ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობა” (ე.წ. “რადიო/აუდიო/ვიდეო ძიძა”)
* Emmission – გამოსხივება
* Plug – “ელ.ჩანგალი”
უსაფრთხო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები
ხართ მომავალი დედა ან მეგობარი, ვისაც სურს შეიძინოს საჩუქარი შვილის შეძენის აღსანიშნავად გამართული დღესასწაულისთვის? ან იქნებ ბებია ან ბაბუა ხართ, რომელმაც იცის უსადენო პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ და ეძებთ ისეთ ნივთს, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხო იქნება. უსაფრთხო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ ნივთების სიაში, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს ზედმეტი მუშაობისგან და სტრესისგან გადაღლილი მშობლისთვის. სამწუხაროდ, უამრავი დეზინფორმაცია არსებობს “ახალი მშობლებისთვის” განკუთვნილ ვებსაიტებზე, რომლებიც ცდილობენ პრობლემების მოსაგვარებლად მშობლებს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შესთავაზონ, მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტურად უგულებელყოფენ უსადენო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების მხრიდან ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების ფაქტორს.
მაღალტექნოლოგიური მოვლის მოწყობილობები ბავშვებს ვნებს
უსადენო ტექნოლოგიებმა ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და გამონაკლისი არც ბავშვების მოვლის სფერო ყოფილა. შეწუხებული მშობლის წინაშე ამჟამად წარმოდგენილია ელექტრონული მოწყობილობების დიდი არჩევანი, რათა დისტანციურად შეძლოს ბავშვის გაკონტროლება, რაც სმარტფონის გამოყენების შესაძლებლობასაც კი იძლევა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი თქვენი ტელეფონი იჭერს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სახლში განთავსებულ მოწყობილობას. არის თუ არა უსადენო ტექნოლოგიები უსაფრთხო თქვენი ბავშვისთვის? თუკი ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობთ, უმეტეს შემთხვევაში პასუხია – არა. ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილებას მხოლოდ სადენიანი შიდასაკომუნიკაციო მოწყობილობის დამონტაჟება წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად ის ზღუდავს სახლში გადაადგილების შესაძლებლობას. სადენიანი შიდასაკომუნიკაციო სისტემა, რომელიც სიგნალის გადასაცემად სახლში დამონტაჟებულ შტეფსელებს იყენებს, საშუალებას გაძლევთ მრავალი მიმღები დაამონტაჟოთ ერთ სახლში, თუმცა, როგორც წესი, ისინი დამატებით “ბინძურ ელექტროობას” წარმოქმნიან. იმ შემთხვევაში, თუკი ძილის დროს ელექტრო მამოძრავებელი ძალის (EMF – Electromotive force) შემცირების მიზნით ამომრთველებს ამორთავთ, შიდასაკომუნიკაციო მოწყობილობა არ იმუშავებს. დღესდღეობით, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებულ მშობლებს სურთ ჰქონდეთ სახლსა თუ უკანა ეზოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რის გამოც მთლიან სახლში ელექტროგაყვანილობის დამონტაჟება, ჩვეულებრივ, არ განიხილება ხოლმე. დაკავებულ დედებს, რომლებსაც ხშირად უწევთ გადაადგილება, უნდა შესთავაზოთ ისეთი რამ, რაც პორტატულიც იქნება და ამავდროულად, უსაფრთხოც. ამგვარი პროდუქტების პოვნა უკიდურესად დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების მუშაობის პრინციპი
უსადენო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად ყველა სამეთვალყურეო მოწყობილობა გამოსცემს რადიოსიხშირულ (RF – radio frequency) გამოსხივებას FM რადიო-დიაპაზონის ან მიკროტალღების სახით. ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობის საბაზო გადამცემი ან ბავშვის სხეულზეა მიმაგრებული, ან მის საწოლთან ახლოს არის მოთავსებული, ხოლო მშობლისთვის განკუთვნილ მიმღებს ის ან ჯიბით თან ატარებს, ან ქამარზე აქვს მიმაგრებული, ან მისგან ახლოს დებს, რათა სწრაფად უპასუხოს ბავშვის ტირილს.
ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვადი უსადენო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობის უმრავლესობა მუდმივად გამოსცემს გარკვეული ფორმის ქრონიკულ გამოსხივებას, რათა საშუალება მისცეს მიმღებს შეინარჩუნოს მუდმივი კავშირი და ეს კავშირი იყოს მდგრადი. მოუსმინეთ მუდმივ შუქურის ტიპის სიგნალს, რომელსაც ციფრული ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობები მდგრადი კავშირის შესანარჩუნებლად იყენებენ. აღნიშნული გამოსხივება წარმოადგენს მთავარ პრობლემას, რომელსაც არასასურველ მიკროტალღურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით აწყდებით. თქვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოაქციოთ თქვენი შვილი ამგვარი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ.
არსებობს თუ არა სიხშირეები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა?
მიჩნეულია, რომ Analog ტიპის სამეთვალყურეო მოწყობილობები, რომლებიც FM რადიო-დიაპაზონს იყენებენ (როგორც წესი, 40 მჰც) უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ციფრული ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები, რომლებიც სიგნალს Bluetooth, WI-Fi (2.4 გჰც) ან DECT ტექნოლოგიით გადასცემენ. ბევრი ჩვენგანი AM და FM (Amplitude Modulation – ამპლიტუდური მოდულაცია; Frequency Modulation – სიხშირული მოდულაცია) რადიოსიხშირეებთან ერთად გაიზარდა, რომლებიც, ჩვეულებრივ, საკმაოდ დაბალია, თუკი უშუალოდ რადიოგადამცემთან ახლოს არ ცხოვრობთ. Bluetooth, Wi-Fi და DECT ტექნოლოგიების ახალი პულსირებადი ციფრული სიხშირეები კი, ბიოლოგიურად ძალიან აქტიურია.
2011 წელს IARC-მა (კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჯანმოს ნაწილია) განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის რადიოსიხშირე წარმოადგენს კიბოს “შესაძლო” გამომწვევ მიზეზს. აქედან გამომდინარე, მკაცრად გირჩევთ განსაკუთრებით შეიკავოთ თავი Wi-Fi ან DECT ტექნოლოგიაზე მომუშავე ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების გამოყენებისგან (რედ.შენიშვნა: საუბარია ისეთებზე რომლებიც მუდმივ-ნაკადად გამოსცემენ სიგნალს). აღნიშნული სიხშირეებისა და სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიების მაღალინტენსიური ასპექტები მათგან მოითხოვს ფუნქციონირებისათვის მუდმივად გამოსცემდნენ მიკროტალღურ გამოსხივებას. აღნიშნული ქრონიკული გამოსხივება გამოიცემა როგორც ბავშვის, ისე მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიერ. შორს დაიჭირეთ თავი სხეულზე მისამაგრებელი Bluetooth სამეთვალყურეო მოწყობილობისგან, რადგან ამ დროს გადამცემი პირდაპირ სხეულზე მაგრდება, რის გამოც გამოსხივების დონე შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.
ხმით გააქტიურების ფუნქცია საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს შედარებით უსაფრთხო უსადენო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების არსებობის საკითხში
იდეალურ შემთხვევაში, ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობის საბაზო გადამცემი უნდა იყოს ხმით გააქტიურებადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გამოსხივებას (ხმის სახით) მხოლოდ ბავშვის ხმის დაფიქსირებისას გადასცემს (რედ.შენიშვნა: ანდა ისეთი, რომელიც დისტანციურად “აქტივაცია/დეაქტივაცია” შესაძლებელია. ანუმშობლის მხარე როცა დააჭერს დაკავშირებას, მხოლოდ მაშინ დაიწყებს პასიურ რეჟიმში მყოფი სამეთვალყურეო მოწყობილობა აქტიური ნაკადის გაგზავნას). აღნიშნული ფუნქცია შეამცირებს მიკროტალღურ ზემოქმედებას როგორც ახალშობილზე, ისე მშობლებსა თუ სახლში მყოფ სხვა პირებზე. მიუხედავად ამისა, ყველა ხმით გააქტიურებადი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობა ერთნაირი არაა. სწორედ აქ იჩენს თავს გაუგებრობა.
ხმით გააქტიურების რეჟიმები სხვადასხვა მოდელის მიხედვით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ზოგიერთი მათგანი წყვეტს გამოსხივების გადაცემას, ზოგიერთი კი – უბრალოდ ახშობს არასასურველ ხმაურს მიმღებში. ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში სამეთვალყურეო მოწყობილობების უმეტესობა მუდმივად გამოსცემს მიკროტალღურ გამოსხივებას, რადგან კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ისეთი ფუნქციების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც მშობლების “ჰგონიათ” რომ მათ აუცილებლად ჭირდებათ. ისეთი რამ, როგორიცაა ვიდეო, მოითხოვს მაღალი ინტენსივობის მქონე Wi-Fi გადაცემას (რედ: თუკი ზემოთ აღნიშნულ უსაფრთო მეთოდიკას არ იყენებენ), თან ამავდროულად, ხშირადაც ექვემდებარებიან ჰაკერების მხრიდან თავდასხმებს (რედ: რადგანაც უმეტესობა IOT მოწყობილობა ქსელშია ჩართული).
რატომ არის საზოგადოება ასე ნაკლებად ინფორმირებული აღნიშნული საფრთხეების შესახებ?
რომელი საღ გონებაზე მყოფი მშობელი დაუშვებს გაცნობიერებულად იმას, რომ მისი ახლადშეძენილი შვილი მუდმივად იმყოფებოდეს მაღალი მიკროტალღური გამოსხივების ქვეშ?! წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს სვამთ მიკროტალღური ღუმელიდან ერთი მეტრის დაშორებით, რომელიც დღეში 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მშობლების უმეტესობა ასე არ მოიქცეოდა, რადგან დაასკვნიდა, რომ მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს ყოფნა არ არის უსაფრთხო, რამდენადაც მათგან ნაწილობრივ ჟონავს გამოსხივება. მიკროტალღური ღუმელები საკვებში წყლის მოლეკულების გასაცხელებლად იყენებენ 2.4 გჰც სიხშირეს. სწორედ ეს 2.4 გჰც სიხშირე გადაეცა უფასოდ ტექნიკურ სამყაროს ისე, რომ მისი გამოყენება, რადიოგადაცემისთვის განკუთვნილი გადასახადის გადახდის გარეშე, ასევე შესაძლებელი გახდა ისეთი Wi-Fi მოწყობილობებისთვის, როგორიცაა ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები.
ბაზარზე შემოდის DECT ტექნოლოგია
ბევრი მომხმარებელი, რომელიც 2.4 გჰც Wi-Fi ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობას იყენებდა, ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოწყობილობები წყვეტდნენ ნორმალურად მუშაობას მაშინ, როდესაც ისინი მიკროტალღურ ღუმელებს რთავდნენ. დედები დიდ დროს ატარებენ სამზარეულოში და ხშირად სწორედ იქ არის განთავსებული მიმღები. მიკროტალღური ღუმელის მხრიდან ხელის შეშლა გამოწვეულია იმით, რომ ორივე მოწყობილობა ერთსა და იმავე 2.4 გჰც მიკროტალღურ სიხშირეს იყენებს. აღნიშნულმა ფაქტმა პანიკა გამოიწვია მშობლებში, რომლებმაც შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მიკროტალღური ღუმელებიდან მიკროტალღური გამოსხივება ჟონავდა!
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ევროპის უსადენო ტექნოლოგიების ინდუსტრიამ გადაწყვიტა შეემუშავებინა არალიცენზირებული უფასო სიხშირეების ახალი ჯგუფი. სწორედ აქედან იღებს სათავეს DECT – ციფრული გაძლიერებული უსადენო ტელეკომუნიკაციები (Digital Enhanced Cordless Telecommunications). ამჟამად აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება უმეტესობა პორტატულ ტელეფონებსა და მხოლოდ აუდიო მხარდაჭერის მქონე სამეთვალყურეო მოწყობილობებში. DECT ტექნოლოგია ფუნქციონირებს 1.9 გჰც-სთან ახლოს მდებარე სიხშირეების დიაპაზონის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს Wi-Fi-სა და მიკროტალღური ღუმელების ერთდროული გამოყენებისას ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. ის უკიდურესად მძლავრია და მოლოდინის რეჟიმში საბაზო გადამცემის მიერ მუდმივ გამოსხივებას მოითხოვს. თქვენ ხშირად გაიგებთ ისეთი ფუნქციების შესახებ, როგორიცაა ენერგოდამზოგავი ეკო რეჟიმი, რომლის დროსაც მოწყობილობა ნაკლებ გამოსხივებას გამოყოფს, თუკი საბაზო გადამცემი და დისტანციური მოწყობილობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული, თუმცა გამოსხივება მაინც მუდმივად გამოიცემა, მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობას არ იყენებთ.
რატომ არ გვესმის ხშირად ხმით-გააქტიურებადი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების შესახებ?
სამაუწყებლო მედიის საშუალებით ყველას სმენია მობილური ტელეფონებისა და მათ გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, თუმცა არ ისმის გაფრთხილებები ინტენსიური ქრონიკული მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედების შესახებ, რომელიც ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებისგან მომდინარეობს. მედიის თქმით, “არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ახალი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები საფრთხეს წარმოადგენს”, რაც, თავის მხრივ, მართალიცაა, რადგან აღნიშნული მოწყობილობები არც არასდროს შეუმოწმებიათ ბავშვებზე და ამგვარად, არც არსებობს გრძელვადიანი თუ უკვე გამოქვეყნებული კვლევები. მშობლები ინფორმირებულნი არიან მხოლოდ იმის შესახებ, რომ ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები ბავშვის საწოლისგან მოშორებით მოათავსონ. მედიას არ შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს შედარებით უსაფრთხო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს, რადგან ჩრდილოეთ ამერიკაში არ არის უსაფრთხო ალტერნატივების დიდი არჩევანი. პრესაში ძალიან დიდი რაოდენობის მასალა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ადვილად ექვემდებარებიან ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები ჰაკერების მხრიდან თავდასხმებს. ჩვენი ვარაუდით, სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი საშუალება იმისათვის, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ ჟურნალისტებს (ჯანმრთელობის კუთხით არსებული უარყოფითი ეფექტების არსებობის აღიარების გარეშე), შთაეგონებინათ მომხმარებლებისთვის, არ გამოეყენებინათ მსგავსი მოწყობილობები.
მართალია, ხმით გააქტიურებადი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები ადვილი საწარმოებელია, მაგრამ ამგვარი “უსაფრთხო” ფუნქციის რეკლამირებას რაც შეეხება, სწორედ ამ დროს იხსნება ხოლმე “პანდორას ყუთი” და იწყება რიგი პრობლემები. კანადის ჯანდაცვის სამინისტრო და კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC) მოსახლეობას ეუბნება, რომ ყველა უსადენო პროდუქტი უსაფრთხოა, თუკი ისინი გაიდლაინების ფარგლებში მოქმედებენ. შემდეგ კი, ინდუსტრია იმავე მანტრას იმეორებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მწარმოებელი კომპანია “უსაფრთხო” ალტერნატივას შემოგვთავაზებს, რომელიც ხმით გააქტიურებადი იქნება? რა რეაგირება ექნებათ მარეგულირებელ ორგანოებსა და სხვა მწარმოებელ კომპანიებს? თუკი რაიმე შედარებით უსაფრთხოა, ეს ხომ მარტივად ნიშნავს იმას, რომ სხვა რამ მეტად საფრთხის შემცველია? შედეგად, შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგია ფაქტობრივად ამოღებულია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრიდან, რათა არ არსებობდეს სხვაობა. თუკი შეეცდებით შეუკვეთოთ ზემოაღნიშნული ხმით გააქტიურებადი მოდელები, მომწოდებელი მას ვერ მოგაწვდით, რადგან არ აქვს ლეგალური უფლება გამოგზავნოს ის ჩრდილოეთ ამერიკაში.
ხშირად გაიგებთ იმას, რომ პროდუქტს აქვს “ეკო რეჟიმი” და რომ ის გარემოსთვის უსაფრთხოა, რადგან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ იშვიათად თუ გაიგებთ იმას, რომ მუდმივი რადიოტალღური გამოსხივება არ არის უსაფრთხო ბავშვისთვის მასზე მრავალწლიანი ზემოქმედებით გამოწვეული აკუმულირებადი (დაგროვებადი) ეფექტის გამო. ეს ასევე შესაძლებელს ხდის დავინახოთ, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს პორტატულ ტელეფონებსა თუ სხვა ციფრულ უსადენო მოწყობილობებში, როგორიცაა ლეპტოპები, აიპედები და სხვ. რომლებიც ასევე ასხივებენ ქრონიკულ რადიოტალღურ გამოსხივებას, გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი.
შვეიცარიის ჯანდაცვის საბჭო შესაბამის ზომებს იღებს საკუთარი მოქალაქეების გასაფრთხილებლად.
შვეიცარია წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამშობლოს და ერთ-ერთ ქვეყანას იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას მიპყრობას, როდესაც საქმე EMF-ის შესაძლო საფრთხეების შესახებ სხვების გაფრთხილებას ეხება. მათი ჯანდაცვის საბჭოს ვებსაიტი ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი (რაც დასაფასებელია) და ფლობს ვებგვერდს, რომელიც მთლიანად ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს ეძღვნება და ამავდროულად, ძალიან კარგ შეთავაზებებს სთავაზობს გვერდის სტუმრებს.
შეეცადეთ საფუძვლიანად გაეცნოთ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სიმართლის შესახებ მინიშნებების საპოვნელად ინფორმაცია სტრიქონებს შორის უნდა ამოიკითხოთ. საქმის გასაადვილებლად ქვემოთ მოვიყვანთ მათი ვებსაიტიდან აღებულ ტექსტს სქელი შრიფტით:
ბავშვების მონიტორინგის სისტემები შედგება ბავშვისთვის განკუთვნილი ერთი და მშობლებისთვის განკუთვნილი ერთი ან ერთზე მეტი ერთეულისგან. ჩვეულებრივ, ახალშობილის ოთახში განთავსებული მოწყობილობა გადამცემის ფუნქციას ასრულებს (გამოსცემს გამოსხივებას), ხოლო მშობლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მიმღების. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ორივე მოწყობილობას შეუძლია გადასცეს და მიიღოს სიგნალი. ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების უმეტესობა სიგნალს გადასცემს არა მუდმივ რეჟიმში, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვის ოთახში მიიღწევა მომხმარებლის მიერ დაყენებული ხმის დონე (მაგ. ხმით გააქტიურების ფუნქცია).
არსებული შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ “ამ ტიპის სისტემების” გამოსხივება არ უნდა წარმოადგენდეს არანაირ საფრთხეს. თუმცა, მიზანშეწონილია რაც შეიძლება მეტად შეზღუდოთ გამოსხივების ჩვილზე ზემოქმედება.
- ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობა ბავშვის საწოლიდან სულ მცირე ერთი მეტრის დაშორებით უნდა მოათავსოთ.
- არ გამოიყენოთ სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გადასცემენ სიგნალს.
- დააყენეთ ბავშვისთვის განკუთვნილი ერთეული ხმით გააქტიურების რეჟიმზე.
- იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობა სახლის ელექტრომომარაგებიდან იკვებება, დარწმუნდით, რომ გადამყვანი შტეფსელში ბავშვის საწოლიდან სულ მცირე 50 სმ დაშორებით არის შეერთებული. (რედ: რადგან “ბინძური ელექტროობა” ახლოს არ იყოს სხეულთან)
ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც შვეიცარიის ჯანდაცვის საბჭომ გააკეთა, იყო ის, რომ ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების უმეტესობა – და საერთოდ ამ ტიპის სისტემები – არ გადასცემს სიგნალებს მუდმივ რეჟიმში.
სამწუხაროდ, აღნიშნული განცხადება ჭეშმარიტია მხოლოდ იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც შვეიცარიასა და გერმანიაში იყიდება. აქ, ჩრდილოეთ ამერიკაში, ხმით გააქტიურებადი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების (საბაზო გადამცემში სიგნალის გადაცემის შეზღუდვის ფუნქციით) არ არის ხელმისაწვდომი, რაც გულდასაწყვეტია. თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები.
გერმანია გვთავაზობს ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების უსაფრთხო ვერსიას
გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს სტანდარტს უსაფრთხო საბავშვო პროდუქტების შესახებ და ის Blue Angel სახელით არის ცნობილი. ის CSA-ის (კანადის სტანდარტების ასოციაცია) მსგავსია და ნიშნავს იმას, რომ სტანდარტით აღიარებული ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები შედარებით უსაფრთხოა გარემოსთვის, მათ შორის RF და EMF გამოსხივების კუთხითაც. უბრალოდ, CSA არ იკვლევს მიკროტალღური გამოსხივების გავლენას ჯანმრთელობაზე.
თუკი აღნიშნული მოწყობილობების მიერ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება თქვენთვის მნიშვნელოვანია, რეკომენდაციას ვუწევთ ერთ-ერთ ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობას – Hartig & Helling MBF 3333, რომელიც Blue Angel-ის სტანდარტით მიხედვით არის შექმნილი. ის მუშაობს შედარებით უსაფრთხო 40 მჰც ანალოგურ რადიო დიაპაზონზე და რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგენს ხმით გააქტიურებად მოდელს. აღნიშნული მოწყობილობა გამოსხივებას ასხივებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხმა გარკვეულ დონეს მიაღწევს. ასევე, დაბალია ელემენტების დასამუხტი ტრანსფორმატორების EMF.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული მოწყობილობა არ იყიდება ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ის Amazon-ის ან Ebay-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. თქვენ ასევე შეიძლება დაგჭირდეთ შესაბამისი გადამყვანის შეძენა ელ.ჩანგლისთვის, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შტეფსელების წარმოების სტანდარტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ტრანსფორმატორის ძაბვა 110/220 ვოლტია. შესაბამისად, ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშავებს.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევები ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებისა და ახალშობილების შესახებ
არსებობს თუ არა ურთიერთდამოკიდებულება ჩვილის საწოლში გარდაცვალებას, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს (SIDS), აუტიზმს, ყურადღების დეფიციტის სინდრომსა და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებს შორის ბავშვებში, რომლებმაც ახალშობილობის პერიოდში ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედება განიცადეს? არსებობს ერთი სპეციფიკური სამეცნიერო სტატია, რომლის თანახმადაც არსებობს შესაძლო კავშირი ნაყოფზე რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებასა და აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ASD – autism spectrum disorder) გაზრდილ ინციდენტობას შორის.
კვლევა გვთავაზობს კავშირს ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების მსგავსი უსადენო RF (რადიო სიხშირული) მოწყობილობების გამოყენების პრაქტიკაში დანერგვასა და მოსახლეობაში აუტიზმის შემთხვევების გაზრდას შორის. მასში ნათქვამია:
1980 წლამდე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აუტიზმის ინციდენტობა არსებითად უცვლელი რჩებოდა; გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი დიაგნოზირებული შემთხვევა ყოველ 2000 ბავშვზე… RF გამოსხივების წყაროები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად დაახლოებით 1980 წლიდან იქცა. ორმხრივი რადიოს, პორტატული ტელეფონის ან მობილური ტელეფონის მსგავსი RF გამოსხივების მქონე მოწყობილობების მუშაობისას მომხმარებელი ისეთი დონის RF დასხივებას განიცდის, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურად არის შეფასებული… პასიური ფუნქციონირება, როგორიც, მაგალითად, RF გადამცემ ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს ახასიათებს, წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პოსტნატალური ზემოქმედების წყაროს…RF გამოსხივების ზემოქმედების ზოგიერთი ეფექტი გულისხმობს კოგნიტურ დაქვეითებას, მეხსიერების დეფიციტს, ცვლილებას ელექტროენცეფალოგრამაში (EEG), დნმ-ის დაზიანებას, ქრომოსომის აბერაციებს, მიკრონუკლეუსის ფორმირებას, ნაყოფის არასწორ განვითარებას, ჰემატოენცეფალური ბარიერის განვლადობის მატებას, უჯრედული კალციუმის გაძლიერებულ ეფლუქსსა და უჯრედების პროლიფერაციას.
აუტიზმის საზოგადოების თანახმად, დღესდღეობით 68-დან 1 ბავშვი იბადება აუტიზმით, განსხვავებით 30 წლის წინანდელი მონაცემებისგან, როდესაც უსადენო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები კომერციულად მიეწოდა საზოგადოებას და როდესაც 2000-დან 1 ბავშვი იბადებოდა აუტიზმით. აუტიზმის შემთხვევაში, განსაკუთრებული უნარების არსებობის მიახლოებითი პრევალენტობა 10%-ია და მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა მათემატიკური კალკულაციების განხორციელების უნარს გულისხმობს. ისტორიის მოყვარულთათვის – პირველი უსადენო ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობა გამოიცადა 1937 წელს, რობერტ ჯონ (ბობ) უიდლერზე, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მათემატიკური სავანტი გახდა და რომელმაც პიროვნების რთული დესტრუქციული აშლილობა გამოავლინა.
არსებობს თუ არა რაიმე კავშირი კიბოსთან, მაგალითად, როგორიცაა ბავშვებში განვითარებული ლეიკემია ან ნერვული სისტემის სიმსივნეები? სძინავთ თუ არა ცუდად ახალშობილებს აღნიშნულ მონიტორებთან ერთად, როგორც ეს PowerWatch-ის (დიდი ბრიტანეთი) მიერაა მითითებული, და არის თუ არა ჩვილებში გულისცემის არათანაბარ სიხშირესა და აღნიშნულ ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს შორის კავშირი რეალური? ჩვენ ახლახან გამოვაქვეყნეთ სტატია 2.4 გჰც ციფრული უსადენო ტელეფონების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზრდასრულ ადამიანებში გულისცემის არათანაბარი სიხშირის შესახებ!
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვილების მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა, თუნდაც ძალიან დაბალ დონეზე, არაგონივრულია. ვინაიდან დღევანდელი ტექნოლოგიები გვაძლევენ ხმით გააქტიურებადი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობების წარმოების საშუალებას – რომლებიც მხოლოდ გააქტიურების შემთხვევაში გამოსცემენ მიკროტალღურ გამოსხივებას – უნდა აიკრძალოს ისეთი ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობები, რომლებიც აღნიშნული ტიპის გამოსხივებას მუდმივად გამოსცემენ. ეს განსაკუთრებით ეხება DECT ტექნოლოგიით მომუშავე მოწყობილობებს.
2009 წლის ივნისში ჩვენ კანადის გენერალურ აუდიტორს წარვუდგინეთ გარემოსდაცვითი პეტიცია, რომლითაც კანადაში DECT ტელეფონების აკრძალვას ვითხოვდით. ამავე პეტიციაში ჩვენ ასევე შევეხეთ DECT ბავშვის სამეთვალყურეო მოწყობილობებს. რას უშვება კანადის ჯანდაცვის სამინისტრო ზემოაღნიშნულ ინფორმაციას და რატომ ამბობენ ისინი უარს, იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, რაც ხელს შეუწყობდა ახალშობილებზე მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვას? რატომ ხდება ისე, რომ შვეიცარიაში მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვებსაიტი აფრთხილებს და ამავდროულად, ხელისუფლება იცავს ელექტრომაგნიტური დაბინძურებისგან, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითზე დუმან?!