ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა და ტექნოლოგიები​

cell-phone-absorb
საიტი ატარებს მხოლოდ ინფორმატიულ შინაარსს და არ ეწევა რეკლამირებას ან კომერციულ საქმიანობას. სტატიები ითარგმნება მოხალისეების შემოწირულობებით.

კომპიუტერულად გენერირებული რადიო სიხშირის (RF) ზემოქმედების მოდელები

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ კომპიუტერულად გენერირებული მოდელები, რომლებიც წარმოაჩენს მობილური ტელეფონების რადიაციის ეფექტებს. ისინი დამოუკიდებლად შეიქმნა კანადის უნივერსიტეტისა და სამხრეთ აფრიკის კვლევითი კომპანიის მიერ, რომლებიც ელექტრომაგნიტურ კვლევებში არიან სპეციალიზებულნი.

 ვიქტორიის უნივერსიტეტის (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის განყოფილების გამოყენებადი ელექტრომაგნიტიზმის ჯგუფმა შეიმუშავა კომპიუტერულად გენერირებული მოდელები, რომლებიც წარმოაჩენენ 1995 წლიდან ტელეფონებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გამოსხივების ეფექტებს. მათი რადიოსიხშირული (rf) ზემოქმედება ეფუძნება რადიოსიხშირული (rf) გამოსხივების სიმძლავრეს, გამოსახულს დეციბელებში (dB), რომელიც ასევე წარმოადგენს RF Safe-ის საზომ კრიტერიუმს.   ქვემოთ მოცემული აღწერილობები შეიქმნა კომპიუტერული მოდელების დეველოპერების მიერ და ისინი არ დაქვემდებარებიან ცვლილებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მოდელები არ ასახავს ტელეფონების ხანგრძლივი გამოყენების ეფექტებს მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა SAR დონე, მაგალითად, საუბრისას. ზემოთ ნახსენები მოდელები გვიჩვენებენ მხოლოდ FCC-ის უსაფრთხოების სტანდარტებამდე არსებულ ზემოქმედებას. ასევე გახსოვდეთ, რომ მობილური ტელეფონების უმეტესობა ამ ნიშნულს აჭარბებს 5 წუთზე მეტი დროით საუბრისას!

გადადით წყაროზე & დიაგრამებზე – https://www.rfsafe.com/computer-generated-rf-exposure-models/ 

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ჩომახიძე

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *