ტექნოლოგიები და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა და ტექნოლოგიები​

cell-phone-absorb
საიტი ატარებს მხოლოდ ინფორმატიულ შინაარსს და არ ეწევა რეკლამირებას ან კომერციულ საქმიანობას. სტატიები ითარგმნება მოხალისეების შემოწირულობებით.

 

წყარო: https://www.rfsafe.com/bluetooth-radiation-dangerous-cell-phone-radiation/

 

გამოყენებული ტერმინები:
* SAR – Specific absorption rate – სპეციფიკური აბსორბციის მნიშვნელობა
* RFR – Radio frequency radiation – რადიოსიხშირული გამოსხივება
* Air Tube ყურსასმენი – ყურსასმენი, რომელიც სიგნალის გადასაცემად სადენის მაგივრად ჰაერის მილს იყენებს.

 

მართლაც საშიშია თუ არა Bluetooth გამოსხივება?

Bluetooth გამოსხივება, მობილური ტელეფონების გამოსხივებასთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლებად არის შესწავლილი. ოფიციალური კვლევების სიმცირემ საშუალება მისცა ე.წ. “ექსპერტებს”, განეცხადებინათ, რომ Bluetooth გამოსხივება უსაფრთხოა. აღნიშნული ტიპის განცხადებები ეყრდნობა არა Bluetooth ტექნოლოგიის უსაფრთხოების დამადასტურებელ კვლევებს, არამედ იმ კვლევების ნაკლებობას, რომლებიც დაასაბუთებდა, რომ ის საფრთხის შემცველია. თუმცა, აღნიშნული მდგომარეობა სწრაფი ტემპებით იცვლება.

2016 წლის 16 მარტს ანტარქტიკულ კრილზე (Euphasia superba) ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მისი ნავიგაციის უნარი დარღვეულ იქნა უკიდურესად სუსტი რადიოსიხშირული ველების მიერ. კვლევა, რომელიც ასახავს სუსტი უსადენო გამოსხივების 6-წუთიანი ზემოქმედების შედეგად მწერებში უჯრედების კვდომას, Bluetooth ტექნოლოგიის შესახებ უკვე არსებულ მსგავს აღმოჩენებთან (a, b, c) ერთად, მიგვანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა სწრაფად მზარდი არაიონიზირებადი Bluetooth გამოსხივების ზემოქმედების მონიტორინგი.

მარეგულირებელი ორგანოები განაგრძობენ აქცენტების გაკეთებას Bluetooth გამოსხივების არაიონიზირებად ასპექტებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ის არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. თუმცა, არსებობს არსებითი მტკიცებულებები, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებს. მარტივად რომ ვთქვათ, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ მიკროტალღური გამოსხივების თერმული ასპექტების გარდა არსებობს ბიოლოგიური ზიანის გამომწვევი არათერმული ეფექტებიც.

”ოფიციალური” ვერსიით, Bluetooth ყურსასმენებისა და სხვა Bluetooth მოწყობილობების გამოსხივება ზედმეტად სუსტია იმისათვის, რომ ადამიანებისათვის საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ, თუმცა ამგვარი მსჯელობა, ცოტა არ იყოს, არასწორია, რადგან მიკროტალღური გამოსხივება ხანგრძლივად გადაიცემა პირდაპირ სხეულის გავლით. ასევე, ძალიან დაბალი RF ინტენსივობით ჩატარებული RFR კვლევებიც საპირისპიროზე მეტყველებს.

ვიკიპედია Bluetooth ტექნოლოგიას განსაზღვრავს, როგორც “ღია პროპრიეტარულ უსადენო ტექნოლოგიების სტანდარტს მონაცემთა მოკლე მანძილებზე გადაცემისთვის”. რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ის შედგება უსადენო გადამცემისა და მიმღებისგან. მიკროტალღური ღუმელების მსგავსად, Bluetooth ტექნოლოგია იყენებს მიკროტალღურ სიხშირეთა სპექტრს 2.4 გჰც-დან 2.4835 გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტრომაგნიტური ველების სიხშირე ან ელექტრომამოძრავებელი ძალების (EMF – Electromotive force) სიდიდე საგანგაშოა.

აღიარებული სამეცნიერო პრინციპების თანახმად, ჩვენი სხეულები კომუნიკაციას, პირველ რიგში, ბიოელექტრულ, შემდეგ კი, ბიოქიმიურ დონეზე ახორციელებენ. დოქტორმა ბეკერმა (ელექტრომაგნიტური გამოსხივების მკვლევარმა) აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ანომალიური ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება იწვევს სტრესულ რეაგირებას. აღნიშნული ხელოვნურად გამოწვეული სტრესული რეაქციები შეიძლება დავუკავშიროთ ჩვენს იმუნურ სისტემაზე ქიმიური ზემოქმედების მსგავს თავდასხმას.

მართალია, Bluetooth ყურსასმენებისა და მოწყობილობების მიერ გამოყოფილი გამოსხივების დონე იმასთან შედარებით დაბალია, რასაც თანამედროვე მარეგულირებელი ორგანოები “უსაფრთხოდ” მიიჩნევენ, მაგრამ ბევრს უჩნდება კითხვა, არის თუ არა საერთოდ SAR დონეები “უსაფრთხო”?

კერძო მკვლევარებისა და მეცნიერების უმეტესი ნაწილის აზრით, რომლებიც უსადენო ინდუსტრიისგან არ ფინანსდებიან, რეკომენდებული გამოსხივების ზემოქმედების დონეები ყველანაირად შეიძლება დახასიათდეს, გარდა იმისა, როგორც “უსაფრთხო”.

ნებისმიერი ტიპის Bluetooth ყურსასმენიდან თუ მოწყობილობიდან გამოყოფილი გამოსხივება წარმოადგენს გარკვეული ტიპის უსადენო რადიოტალღურ სიხშირეს (RF), რომელიც, ასევე, მიკროტალღური გამოსხივების სახელითაა ცნობილი.

მიკროტალღური სიხშირეები ხასიათდება მოკლე სიგრძის ტალღებითა და მაღალი რხევის სიჩქარით (2,4 მილიარდი წამში), რომელიც კარგად გამოდგება როგორც მონაცემთა გადაცემისა და ხმოვანი კომუნიკაციებისთვის, ისე გაცილებით მაღალ სიმძლავრეზე (ვტ) – სადილის მოსამზადებლად.

Bluetooth გამოსხივების სამსაფეხურიანი კლასიფიკაციის გათავისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს Bluetooth მოწყობილობების მხრიდან ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მხრივ. მანძილი, რომელზეც Bluetooth მოწყობილობას შეუძლია მონაცემების გადაცემა, განისაზღვრება გადამცემის სიმძლავრით; ეს უკანასკნელი ფასდება სამიდან ერთ-ერთი კლასით, სადაც 1 აღნიშნავს ყველაზე ძლიერს, ხოლო 3 – ყველაზე სუსტს.

1-ლი კლასის გადამცემები ყველაზე მძლავრია და შესაბამისად, გამოყოფს ყველაზე დიდი დონის Bluetooth გამოსხივებას. ასეთ მოწყობილობებს შეუძლია 100 მეტრამდე მანძილზე გადასცეს სიგნალი და მათი პიკური სიმძლავრეა 100მვტ (მილივატი).

მე-2 კლასის გადამცემები შედარებით ნაკლებად მძლავრია, სიგნალს გადასცემს 10 მეტრამდე მანძილზე და მუშაობს 2.5 მვტ პიკურ სიმძლავრეზე.

მე-3 კლასის გადამცემები ყველაზე სუსტია და ისინი ყველაზე დაბალ დონეზე გამოყოფს Bluetooth გამოსხივებას, მუშაობს 10 მეტრზე ნაკლებ რადიუსში და სიგნალის გადაცემის პიკური სიმძლავრეა 1მვტ.

იმის გამო, რომ რადიოსიხშირული გამოსხივება განვლილი მანძილის კვადრატის პროპორციული სიჩქარით სუსტდება, Bluetooth მოწყობილობის გადაცემის სიმძლავრე შეიძლება რამდენიმე რიგით დაბალი მაგნიტუდის იყოს თვითონ ტელეფონის გადაცემის სიმძლავრესთან შედარებით. ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც Bluetooth ყურსასმენს უშუალოდ სასაუბროდ იყენებთ, აღნიშნული მოწყობილობა თითქმის მუდმივად უქმი სვლის რეჟიმში მუშაობს.  ეს ხდება არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროების გათვალისწინების გამო, არამედ იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ელემენტის ხანგრძლივობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ რეჟიმში მუშაობა მნიშვნელოვნად ამცირებს გამოსხივების ზემოქმედების მაჩვენებელს.

ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ Bluetooth მოწყობილობები, რომლებიც ყურში ან მის გარშემო მაგრდება, ჩვეულებრივ, ასხივებს 0,23 ვტ სიმძლავრით თითო კილოგრამზე (ვტ/კგ). სინამდვილეში, ზოგიერთი Bluetooth მოწყობილობა ყველაზე დაბალი SAR მაჩვენებლის მქონე მობილურ მოწყობილობაზე უარესიც კია.

ზემოაღნიშნული 0.23 ვტ/კგ 10-ჯერ ან 100-ჯერ მეტია ისეთ RF გამოსხივების ზემოქმედების დონეზე, რომელზეც პათოლოგიურად იზრდება ჰემატოენცეფალური ბარიერის განვლადობა, რაც საშუალებას აძლევს ტოქსინებსა და ტოქსიკურ მოლეკულებს, გაიარონ აღნიშნული ბარიერი. სხვებთან ერთად Salford, Persson, NIttby და Schirmacher იტყობინებიან, რომ 0,012-დან 0,002 ვტ/კგ-მდე სიდიდის ზემოქმედება იწვევს ნეირონების სიკვდილს.

ქვემოთ მოცემული ბმულების საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევებს, რომლებიც ადასტურებენ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ფაქტებს გამოსხივების ისეთ დონეებზე, რომლებიც ბევრად დაბალია იმ სტანდარტებთან შედარებით, რომლებიც ამჟამად აშშ-ში არის რეკომენდებული და რომლებიც მხოლოდ სითბურ ეფექტებზე დაყრდნობითაა შემუშავებული. დააჭირეთ აქ, რათა გაიგოთ, თუ რატომ არ შეიძლება სტანდარტის სახით SAR ერთეულის გამოყენება.

გამოყენებული ლიტერატურის სრული ჩამონათვალი

არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონებისა თუ Bluetooth გამოსხივების ერთჯერადი ორსაათიანი ზემოქმედება იწვევს ჰემატოენცეფალური ბარიერის განვლადობის პათოლოგიურ ზრდას. ეფექტი მყისიერად იჩენს თავს და კვლავ შეიმჩნევა ზემოქმედებიდან მე-14 და 50-ე დღეზე, მხოლოდ 0.012 W/Kg-დან 0.002 W/Kg-მდე ზემოქმედების დონეზეც კი.

ყველაზე დაბალი ზემოქმედების SAR-ები უარესია, ვიდრე შედარებით მაღალი ზემოქმედების SAR-ები (Nittby et al, 2009). აღნიშნული კვლევები გვიჩვენებს ნეირონების (ტვინის უჯრედების) კვდომას მხოლოდ 0.012 ვტ/კგ SAR დონეზეც კი.

გონივრულია დავასკვნათ, რომ მოწყობილობა, რომელიც ზოგიერთ მობილურ ტელეფონზე მაღალი ინტენსივობით გამოსცემს გამოსხივებას, ძალიან დიდი რისკის შემცველია, გარკვეულ დროის განმავლობაში დაგროვებული ზემოქმედების კუთხით. ასე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, Bluetooth გამოსხივება შესაძლოა თანაბრად ან უფრო მეტად საშიში იყოს, ვიდრე მობილური ტელეფონის გამოსხივება.

 

ყურში დასამაგრებელი Bluetooth ყურსასმენების მაგივრად

გამოიყენეთ Air Tube ტიპის ყურსასმენებით აღჭურვილი 3.5 მმ BLUETOOTH გადაყვანი!

RF Safe Air Tube ყურსასმენი იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენს ყურში მოსათავსებელი სტანდარტული Bluetooth ყურსასმენების ჩასანაცვლებლად. Bluetooth მოწყობილობები და მობილური ტელეფონები მონაცემთა გადასაცემად და მისაღებად მიკროტალღურ გამოსხივებას იყენებენ; მობილური ტელეფონები გამოსცემს გამოსხივებას, რომლის დაფიქსირება 10 კმ-ით დაშორებულ ანძასაც კი შეუძლია მაშინ, როდესაც საშუალო Bluetooth ტექნოლოგია მონაცემებს გადასცემს მხოლოდ იმ სიმძლავრით, რომელიც 3-9 მეტრით დაშორებულ მოწყობილობასთან კავშირის შესანარჩუნებლად არის საკმარისი.

Air Tube ყურსასმენის პირდაპირ სმარტფონში შეერთების მაგივრად, მას უბრალოდ აერთებთ AAA ელემენტის ზომის მცირე Bluetooth გადამყვანში, რომელიც თქვენი მოწყობილობიდან იღებს Bluetooth აუდიო სიგნალს და საშუალებას გაძლევთ, შედარებით უსაფრთხო მანძილზე მოათავსოთ ტელეფონი ან პლანშეტი. Air Tube ყურსასმენებთან და ფერომაგნიტურ გულარასთან კომბინაციაში Bluetooth გადამყვანის გამოყენებისას მისგან გამოყოფილი დაბალი სიმძლავრის გამოსხივება შედარებით ადვილი სამართავია, ხოლო გამოსხივების წყაროსგან შორს ყოფნას თვითონ Bluetooth გადამყვანის დიზაინი უზრუნველყოფს, რომელიც 3.5 მმ ყურსასმენების გამოყენებას მოითხოვს.

აღნიშნული Air Tube ყურსასმენი იდეალურად თავსდება Android, Mac თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მობილურ მოწყობილობასთან. RF Safe აკუსტიკური ყურსასმენი იყენებს Air Tube-ს, რათა შეინარჩუნოს დაშორება გადამცემთან გამტარი მეტალების კავშირსა და ყურში მოსათავსებელ ნაწილს შორის, რომელიც უსაფრთხოთ გადმოსცემს ხმას, ყურში ელექტრონული მოწყობილობების მოთავსების გარეშე და სტანდარტულ ყურში მოსათავსებელ Bluetooth ყურსასმენთან შედარებით, დაახლოებით 98%-ით ამცირებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას თავის ქალაზე.

RF Safe აკუსტიკური ყურსასმენი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ თქვენი სმარტფონიდან გამომავალი კრისტალურად სუფთა ხმით, ყოველგვარი თავთან დასაკავშირებელი სადენის გარეშე, რათა უსაფრთხოდ და პოტენციურად საზიანო გამოსხივებისგან დაცულმა შეძლოთ მუსიკის მოსმენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *